სოფელ ჩაოში ტურისტული გადმოსახედი კეთდება

26 ივნისი 2022, 11:00 1812 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტს მალე ახალი ტურისტული ლოკაცია შეემატება. ჩაოს გადმოსახედის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე გაკეთებულია გადმოსახედზე გასასვლელი ბილიკი. პროექტის მიხედვით დაგეგმილია მოაჯირის, ფანჩატურების, განათებების, გამწვანების, სკამების,  მოწყობაც. ტურისტული სივრცის მოწყობის იდეა ადგილობრივებს ეკუთვნოდათ.

მოსახლეობის ინფორმაციით ახალი ტურისტული პროდუქტი ადგილობრივებს  ხელს შეუწყობს  სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების  განხორციელებაში.

პროექტისთვის ხულოს მერიამ 160 ათასი ლარი გამოყო.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში