ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა

27 ივნისი 2022, 16:42 659 ნახვა

ფშავში ღვარცოფმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაშველები მას ამ დრომდე ეძებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანი, რომელიც ფშავში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, გზის სავალ ნაწილზე გადასულმა ღვარცოფმა მოიყოლა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში