ქართველი ექსპერტების მიმართვა ნატოს გენერალურ მდივანს

27 ივნისი 2022, 18:37 558 ნახვა

სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერებს წერილით მიმართეს, რომელიც ნატო-ს მადრიდის სამიტზე მისაღებ გადაწყვეტილებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობის მნიშვნელობას ეხება. როგორც ტექსტშია ნათქვამი, აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიების მინიჭება, თავისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ალიანსში წევრობის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. წერილს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ორგანიზაციის სხვა წევრები, სამოქალაქო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აწერენ ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში