საგანგებო ვითარება ყაზბეგის საბაჟოზე

27 ივნისი 2022, 18:50 612 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დარიალის ხეობაში რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს დარიალი-ლარსის  დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე  საზღვრის გადაკვეთა ვერ განხორციელდება. რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტი  ,,წითელი ხიდის’’ გავლით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში