"ყაზბეგის" მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებებმა შესაძლებელია საზღვარი საბაჟო გამშვები პუნქტები - "წითელი ხიდისა" და "ლაგოდეხის" გავლით გადაკვეთონ

27 ივნისი 2022, 20:59 858 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა შესაძლებელია ისარგებლონ და საზღვრის კვეთის პროცედურები განახორციელონ საბაჟო გამშვები პუნქტებით - "წითელი ხიდისა“ და "ლაგოდეხის’’ გავლით, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინარეებმა (,,თერგი“ და ,,დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი.

ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო/გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში