ტენდერი გზის რეაბილიტაციისთვის

28 ივნისი 2022, 14:26 719 ნახვა

ჭოროხის გზის მიმართულებით სატენდერო  პროცედურები დაიწყო, რომელიც უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამ გზის 3,5 კმ-იანი მონაკვეთი უკვე რეაბილიტირებულია, ხოლო დარჩენილია 2,2 კმ. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაკვეთზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობდა, რაც ხელს უშლიდა სამუშაოების შესრულებას.

მიმდინარე წელს ჭოროხის გზაზე შესრულდება მილიონ ნახევარი ლარის სამუშაოები.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში