აჭარის მთავრობის სხდომა

28 ივნისი 2022, 15:07 691 ნახვა

,,უშვილობის დიაგნოსტიკისა და  მკურნალობის ქვეპროგრამის კრიტერიუმები“ - ეს იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელზეც დღევანდელ  მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს.  

რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, პროგრამა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ნინო ნიჟარაძემ იმ ძირითად კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლებიც   ბენეფიციარებმა უნდა დააკმაყოფილონ.  პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქე 10 000 ლარით დაფინანსდება. 

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგის ფორმატში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე საკითხზე გააკეთა განცხადება.  ითქვა, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა  და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა  უკვე  დასრულდა  და  პროექტს მალე  ბათუმის საკრებულო განიხილავს.   

საუბარი შეეხო ასევე  ახალი სკოლების მშენებლობას.  ბათუმის მერმა კი ავარიულ სახლებთან მიმართებაში დაგეგმილ პროექტზე  გაამახვილა ყურადღება.

 არჩილ ჩიქოვანის თქმით,  ბათუმის  მერია  სრულად განაახლებს შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პარკს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი ტურისტული სეზონის მიმდინარეობა შეაფასა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში