ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

30 ივნისი 2022, 14:35 1102 ნახვა

ხელვაჩაურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტში ცვლილებები განხორციელდა - კერძოდ 14 000 ლარი, რომელიც სანიაღვრე არხების მოსაწყობად იყო გამოყოფილი, შიდა სასოფლო გზისთვის ბეტონის შესაძენად დაიხარჯება.

ცვლილებას მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. ჯამში სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ხელვაჩაურის 11 თემისთვის 968 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

დასახლებები პრიორიტეტების მიხედვით თავად წყვეტენ სოფლებში რა ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელონ.

დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა კიდევ 6 ტექნიკური ხასიათის საკითხზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ახალსოფლის ცენტრში მდებარე 2 მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემასაც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში