"დინამო" ბათუმის და "სლოვანის" მატჩის ბილეთების გაყიდვა 4 ივლისს დაიწყება

02 ივლისი 2022, 18:05 3321 ნახვა

"დინამო" ბათუმი ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

ბათუმური კლუბი 6 ივლისს გასვლაზე სლოვაკეთში "სლოვანს" ესტუმრება, ხოლო საპასუხო დაპირისპირებაში უკვე სლოვაკებს ბათუმში უმასპინძლებს, ეს მატჩი 13 ივლისს 21:00 საათზე გაიმართება. 

ამ შეხვედრის ბილეთების გაყიდვა 4 ივლისს ონლაინ რეჟიმში საიტ Biletebi.ge ზე დილის 10 საათიდან დაიწყება.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ სალაროებში კი ბილეთების რეალიზება 10 ივლისიდან მოხდება.

ბილეთის ფასი 5,10, 20 და VIP სექტორში 35 ლარი იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში