შსს: თბილისი პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულია 17 ადამიანი

02 ივლისი 2022, 19:57 798 ნახვა

პოლიციამ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებს აპროტესტებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17-ვე პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს.

ცნობისთვის, პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება.

პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პრაიდის ორგანიზატორების განცხადების არ სჯერათ და ფიქრობენ, რომ პრაიდის წარმომადგენლები თბილისის ცენტრალურ გამზირზე აღლუმის მოწყობას შეეცდებიან, ამის საშუალებას კი აქციის მონაწილეები არ მისცემენ და ტერიტორიას დაიცავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში