ლოჯისტიკური ტექნიკის გადაცემა

20 ივლისი 2022, 11:09 497 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქულმა  მხარემ ლოჯისტიკური ტექნიკა გადმოსცა.  უწყების ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა და მას ჯუანშერ ბურჭულაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი დაესწრნენ. 

ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში