ამინდი, ბათუმი - შაბათი მზიანი იქნება, კვირას კი ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 

18 ოქტ 2019

შაბათს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, კვირას კი, დღის მეორე ნახევრიდან, მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა, უქმე დღეებში სანაპირო კურორტებსა და მთიან რაიონებში იდენტური იქნება +21, +23 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +25 გრადუსი.

ბოლო პერიოდში არსებულ თბილ და უღრუბლო ამინდს, ანტიციკლონის ზემოქმედება იწვევს, რომლის გავლენაც უახლოეს დღეებში კვლავ შენარჩუნდება.

აჭარაში მომდევნო დღეებიც თბილი იქნება. 

 

logo