ხვალ და ზეგ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

10 მაი 2020

11 და 12 მაისს საქართველოში ამინდს განსაზღვრავს ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება, რომლის გავლენითაც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოს დაბლობზე - ხვალ + 18, +23, ზეგ +22, +27 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთის ბარში - როგორც ხვალ, ასევე ზეგაც +19, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო კურორტებზე - ხვალ + 16, +21, ზეგ +20, +25 გრადუსი.

ზღვაზე ღელვა 1.5-2 ბალი, ხილვადობა კარგი. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ინდექსით #7 (მაღალი, გასარუჯად შესანიშნავი).

ფოტო:ირინე წუწუნავა