დილის რადიო

09 ნოემბერი 2021, 10:15 10862 ნახვა

დილის რადიო

9 ნოემბერი  2021

გადაცემის სრული ჩანაწერი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან.

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი, რუბრიკა „ერთი ჰიტის ისტორია’ Prince - Nothing Compares To You

სპორტის სიახლეები - სეო წილოსანთან ერთად თემა: თურქეთის ქალაქ სტამბულში 5-7 ნოემბერს შოტოკან კარატეში მე-11 მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა . ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა. აჭარის ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს , 1 ვერცლის და 4 ბრინჯაოს მედალია. რუბრიკის სტუმრები: გოჩა სურმანიძე-აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, ჯონი თოფურია - სპორტსმენი

გიორგი ლორია რუბრიკაში „არტფაილი“ თემა: ალისია ალონსო - მოცეკვავე, რომელმაც კუბას ბალეტის ზღაპრული სამყარო აჩუქა 

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია

დილის რადიოს სტუმარი ქეთევან მანელიშვილი- ბათუმის სახელმწიფომუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილე შემოქმედებით დარგში