დილის რადიო

09 დეკემბერი 2021, 10:15 2140 ნახვა

დილის რადიო

9 დეკემბერი  2021

გადაცემის სრული ჩანაწერი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან.. დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი,

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად  აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. ჩემპიონატი 2005-07 წლებში დაბადებულ მოჭიდავეებს შორის გაიმართა და აჭარის ნაკრების წარმომადგენლებმა 2 ოქროს , 5 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რუბრიკის სტუმარი: მინდია შაინიძე-მწვრთვნელი 

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამოცხადებული იდეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია გამარჯვებული იდეების განხორციელება ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ბათუმის მერია 2019 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/Georgia დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა GGI Georgia და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით.

დილის რადიოს სტუმარი : ნათია აფხაზავა -სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი

„დიახ მე ვიცვლები“- რატი რატიანი რუბრიკაში „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს tame Impala-ს კომპოზიციას გთავაზობთ ფლეილისტში დასამატებლად