დილის რადიო

31 დეკემბერი 2021, 10:12 8834 ნახვა

დილის რადიო

31 დეკემბერია- 2021 წლის ბოლო დღე. შესაბამისად წლის ბოლო ეთერი დილის გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისთვის , ახალ 2022 წელს საათებიღა გვაშორებს , ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულ იმედებს და მოლოდინებს ვუკავშირებთ, უმთავრესი, ალბათ, ამჯერად პანდემიის დასრულებაა -ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება, ჯანმრთელობა, სიმშვიდე, კეთილდღეობა , საახალწლო სურვილებით იქნება გაჯერებული ჩვენი დღევანდელი გადაცემა

საახალწლო არტები და მილოცვები, სალომე მელია-მოჭადრაკე , ვაჟა ტუღუში-მუსიკოსი , მარიამ ქირია, -მუსიკოსი მარიგტა ცეცხლაძე-მუსიკოსი    არტები

2022 წლის ასტროლოგიური პროგნოზი

სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქართულ სპორტსა და ოლიმპიურ მოძრაბაში შეტანილი წვლილისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო „აჭარის“ სპორტული ჟურნალისტი გიორგი მურვანიძე საიუბილეო მედლით დააჯილდოვა .

რუბრიკის სტუმარი გიორგი მურვანიძე -სპორტული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე

დილის რადიოს სტუმარი გაბრიელ ღვინიანიძე- დილის რადიოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, რომელმაც ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობის პროგრამის კონკურსში გაიმარჯვა და მომავალი წლიდან საფრანგეთში მიემგზავრება

ლენა ჭაღალიძის “მოკლე ისტორიები” დღეს კობა ფარტენაძეს დაეთმობ- უტყუარი ამინდის პროგნოზის წამყვანს, რომლისთვისაც ახალ წელს ორმაგი დატვირთვა აქვს. 1 იანვარი კობას დაბადების დღეა და ლენას რუბრიკიდან მას უფრო ახლოს გაიცნობთ 

რა ფერები უნდა ჭარბობდეს საახალწლო სუფრაზე, ნაძვის ხესა და ჩვენს ჩაცმულობაში ახალ 2022 წელს