დილის რადიო

26 იანვარი 2022, 10:32 8688 ნახვა

დილის რადიო

 

26 იანვარი   2022

გადაცემის სრული ჩანაწერი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან,

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი, ინტერნეტ სიახლეები, 

რუბრიკა „ერთი ჰიტის ისტორია“ - Elton John - Circle of Life

სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად.                                                                                                                                                                     

დღეს ელდარ შენგელაიას დაბადების დღეა. სიკეთით, იუმორით, ირონიით და მზით გამთბარი კინოშედევრების რეჟისრი 89 წლის გახდა. მისი შემოქმედება იყო, არის და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური, ყავლგაუსვლელი, მნიშვნელოვანი სათქმელით დახუნძლული. მის ნამუშევრებს შორის გამორჩეული ადგილი უკავია ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“. სწორედ ამ ფილმს და გია ყანჩელის განუმეორებელ მუსიკას ეთმობა დღეს რუბრიკა „კინომუსიკა“

თამარ ორაგველიძის „ბათუმური დღიურები“ დღეს ბათუმელ მხატვარ ჯემალ გორგილაძეს ეთმობა