დილის რადიო

11 მარტი 2022, 10:15 7947 ნახვა

დილის რადიო

11 მარტი  2022

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი, 

უკრაინული ხალხური სიმღერა "Ой у лузі червона калина" ,  რომელიც  ჩაწერეს  უკრაინული ჯგუფის "Boombox" ლიდერმა ანდრეი ხლივნიუკმა და სამხრეთ აფრიკელმა  მუსიკოსმა დევიდ სკოტმა, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით The Kiffness. "Ой у лузі червона калина" უდიდესი მუხტის მატარებელია და კლიპს, რომელიც სკოტმა იუთუბი არხზე გამოაქვეყნა, უამრავი მნახველი და მსმენელი ჰყავს. სიმღერის თანამედროვე რემიქსი თავად სკოტმა გააკეთა, სიმღერამ უამრავი მსმენელის ყურადღება მიიპყრო მთელი მსოფლიოდან. „ჩემი სიყვარული და აზრები უკრაინელ ხალხთან და ყველა იმ ადამიანთანაა, ვინც ეწინააღმდეგება უაზრო ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო“, - აცხადებს დევიდ სკოტი . ანდრეი ხლივნიუკი , რომელმაც შეწყვიტა ტურნე ამერიკაში, დღეს უკრაინაშია თავისი მიწის და ხალხის დასაცავად 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანისგან

ლენა ჭაღალიძის მოკლე ისტორიები დღეს ფტიზიატრ დიმიტრი ცეცხლაძეს დაეთმობა.

#რა ვერ ისწავლა მსოფლიომ რუსეთის აგრესიული გაკვეთილებიდან და რა სახის ძალისხმევით შეიძლება შეცვალოს დღევანდელი რეალობა

დილის რადიოს სტუმარი: ლევან ჯაყელი- ბსუ-ს პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი