დილის რადიო

10 ნოემბერი 2022, 10:16 4769 ნახვა

დილის რადიო

10 ნოემბერი 2022 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , რუბრიკა „ მუზეუმი“

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად ქალთა საფეხბურთო კლუბი ''ბათუმი'' ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონია და მომავალი სეზონიდან საქართველოს ქალთა ეროვნულ ლიგაში ითამაშებს.

რუბრიკის სტუმრები: ნიკო ბარამიძე-ქალთა საფეხბურთო კლუბ "ბათუმის" დირექტორი და მწვრთვნელი ქეთევან ჭურკვეიძე - ფეხბურთელი

მიმდინარე წლის ბოლო თვეში თურქული პოსტ-პანკ ჯგუფი She past away თბილისს პირველად ეწვევა-ამ თემას ეთმობა რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“

დღეს 14 საათზე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართება გამოფენა „თოჯინები იცინიან“ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სხადასხვა ტექნოლოგიით დამზადებული თოჯინები ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან.

დილის რადიოს სტუმრები: მედეა ჩარკვიანი - ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის მმართველი და მარეხ ტუღუში- ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის პიარ-მენეჯერი 

ქართული პოეზიის მარგალიტები-ზურაბ გორგილაძის 100 ლექსი. – „ტირილი მღერის“