დილის რადიო

18 ნოემბერი 2022, 10:39 786 ნახვა

დილის რადიო

18 ნოემბერი 2022 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი, რუბრიკა  "მუზეუმი"

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

დღეს 18 საათზე ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე დამთვალიერებელს ეპატიჟება გამოფენაზე- "ფოტოების დიალოგი V.2" , რომელიც პოლონურ-ქართული ფოტოპროექტის ფარგლებში შეიქმნა დილის რადიოს სტუმრები: კახა ემირიძე-ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის მენეჯერი, გამოფენის მონაწილე და პაველ ბაკოვსკი-გალერეა ფოტო-გენის მენეჯერი,გამოფენის მონაწილე

ცნობილი მუსიკოსისა და ლოტბარის მელიტონ კუხიანიძის სახელთანაა დაკავშირებული გასული საუკუნის 20-იან წლებში აჭარაში ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა , მისი ღვაწლის პატივსაცემად დღეს სწორედ მელიტონ კუხიანიძის სახელობისაა საუკუნოვანი ისტორიის აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „არსიანი“ , ახლა კი უკვე დიდი ლოტბარის სახელობის ფესტივალიც იარსებებს. ფესტივალი ხვალ , 19 ნოემბერს გაიხსნება. დილის რადიოს სტუმრები: გიორგი ჭანიშვილი- ფესტივალის დამაარსებელი, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დირექტორი და ირინა ჩახვაძე- აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ პიარ მენეჯერი

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 20 ნოემბერს, აჭარული სოფლის ხიბლს ევროპის მოედანზე შეიგრძნობთ დილის რადიოს სტუმარი : ლელა გოგუაძე - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი

ქართული პოეზიის მარგალიტები-ზურაბ გორგილაძის 100 ლექსი. – „ნენემ დიმინიშნა ქალი“ კითხულობს მსახიობი ჯემელ ველიაძე