ის, რაც 2022 წელს შევარჩიე

20 დეკემბერი 2022, 16:57 2117 ნახვა

ის, რაც 2022 წელს შევარჩიე

ტრადიციულად, წლის ბოლოს, სხვადასხვა ავტორიტეტული მედიასაშუალება ადგენს წლის საუკეთესო მუსიკალურ ალბომებს, ჟანრების მიხედვით, იქნება ეს თაიმი, პიჩფორკი, ქუაიეთუსი, ლეგენდარული რადიოსადგური WBGO თუ ნიუ იორქ თაიმსი. დღეს შემოგთავაზებთ ნიუ იორქ თაიმსის ვერსიით 2022 წლის საუკეთესო ჯაზ ალბომების ათეულიდან, ჩემ მიერ შერჩეულ 3 კომპოზიციას. ერთგვარი შემაჯამებელი ეპიზოდი ვუწოდოთ ამ გადაცემას, რომელშიც, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო მუსიკოსებს მოვისმენთ და ვნახავთ, როგორი ექსპერიმენტალური და ჟანრებში მორბენალი წელი გამოვიდა ჯაზის აკუსტიკურ სამყაროში.