დილის რადიო

27 დეკემბერი 2022, 10:21 5236 ნახვა

დილის რადიო

27  დეკემბერი 2022 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

დღის კალენდარი, ჰოროსკოპი , ვალუტის კურსი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ბათუმში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ. საქართველოს ჩემპიონატზე კი პირველობა აჭარის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა არავის დაუთმო. როგორ ჩაიარა საქართველოს პირველობამ და სამომავლოდ რა გეგმები აქვს აჭარის ჭიდაობის ფედერაციას ? რუბრიკის სტუმარი ანზორ ლაზიშვილი - აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი  

საახალწლო ღონისძიებები მუზეუმებში

დილის რადიოს სტუმარი: ინგა გოგიბერიძე-აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე

ბილეთების მხვრეტავი -გენსბურის პიველი წარმატება -ამ თემაზეა გიორგი ლორიას რუბრიკა „ არტფაილი“

რამდენიმე დღის წინ ბათუმის მერიამ ეროვნული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის წლის ხელოვანები დააჯილდოვა, „წლის კოლექტივი “- ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ გახდა. დილის რადიოს სტუმრები: შალვა გოგუაძე -ნომინაციაში „წლის ხელოვანი“ გამარჯვებული , ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ბათუმი" მთავარი ქორეოგრაფი და მირანდა ბაღდადიშვილი -ნომინაციაში „ხელოვანი ბათუმისთვის“ გამარჯვებული ,ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "ბათუმი" ქორეოგრაფ-რეპეტიტორი