დილის რადიო

10 თებერვალი 2023, 10:37 5791 ნახვა

დილის რადიო

10  თებერვალი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,   

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

შერეული ორთაბრძოლების ორგანიზაცია GFC თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 18 თებერვალს წლის პირველ  შოუს  გამართავს. შოთა ბეთლემიძე თურქ ოზგურ ოზპოლატის დაუპირისპირდება.

როგორ ემზადება ქართველი მებრძოლი მოახლეობული დაპირისპირებისთვის და როგორ აფასებს საკუთარ  შანსებს?

რუბრიკის სტუმარი: შოთა ბეთლემიძე - შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი (სატელეფონო)

ბროდვეიზე დემიენ შაზელის ფილმის „ლა-ლა ლენდი“ მიხედვით მიუზიკლს დადგამენ. ფილმის თეატრალური ვერსიის რეჟისორი „ტონის“ ლაურეატი ბარტლეტ შერი იქნება. მიუზიკლზე ასევე იმუშავებს სურათის პროდიუსერი მარკ პლატი. ბროდვეის მიუზიკლში სპეციალურად „ლა-ლა ლენდისთვის“ დაწერილი კომპოზიციები გაჟღერდება. „ლა-ლა ლენდი“ ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. რუბრიკაში კინომუსიკა დღეს სწორედ ამ ფილმის შესახებ მოგიყვებით

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ორ ახალ სპექტაკლზე მუშაობს

დილის რადიოს სტუმრები: მარეხ ტუღუში - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის პიარ-მენეჯერი და ვანო მაღლაკელიძე-მსახიობი