დილის რადიო

16 თებერვალი 2023, 10:17 5868 ნახვა

დილის რადიო

16 თებერვალი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,   

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

თოვლის ფრენბურთში საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ბათუმის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი გახდა.

როგორ ჩაიარა  ჩემპიონატმა და როგორ ემზადებიან ბათუმელი ფრენბურთელები უკვე კლასიკურ ფრენბურთში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ?

რუბრიკის სტუმარი:

საბა აბუსერიძე - ფრენბურთელი

რატი რატიანი  რუბრიკაში  „დაუსრულებელი ფლეილისტი“  დღეს Atoms for Peace-ის შემადგენლობაში ტომ იორკის ლაივს წარმოგიდგენთ ფლეილისტში დასამატებლად. კომპოზიციის სახელი იტალიურიდან ითარგმნება როგორც -გულუბრყვილო:

ATOMS FOR PEACE - INGENUE

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის  საოპერო დასის სამხატვრო ხელმძღვანელისა და ვოკალის პედაგოგის მარიამ ჯახუტაშვილის  საიუბილეო თარიღს არაერთი ღონისძიება ეძღვნება , 18 თებერვალს  დოკუმენტური ფილმისა და წიგნი- ალბომის პრეზენტაცია გაიმართება , 20 თებერვალს კი გრანდიოზული  საღამო და მარიამ ჯახუტაშვილის ვარსკვლავის გახსნა

დილის რადიოს სტუმრები: ალექსანდრე აბაშიძე –  დოკუმენტური ფილმის " მარინა"  რეჟისორი

ლიკა აროშიძე  – წიგნი- ალბომის  –  " მე სოპრანო" – ავტორი და რედაქტორი 

ხათუნა ჩხარტიშვილი – საიუბილეო საღამოს კურატორი    

რატომ არის შეუძლებელი მიწისძვრის პროგნოზირება და როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს,   ეს არის კითხვები, რომელიც  თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთით , სირიის საზღვართან  მომხდარი მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ყველაზე ხშირად ისმის. ბოლო დღეებში საქართველოში დაფიქსირებულმა მიწისქვეშა ბიძგებმა  ადამიანებში პანიკა გააჩინა

დილის რადიოს სტუმარი  :  მანანა ძმანაშვილი- ილიას  უნივრსიტეტთან არსებული სეისმური მონიტორინგის სამსახური უფროსი (სატელეფონო)