დილის რადიო

21 თებერვალი 2023, 11:11 5115 ნახვა

დილის რადიო

21 თებერვალი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,   

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად საქართველოს კიბერ ფეხბურთის ფედერაცია 14 მარტს ეროვნული ლიგის გათამაშებას იწყებს. როგორ ვითარდება სპორტის ეს ახალი სახეობა საქართველოში? რუბრიკის სტუმარი თორნიკე ზეიკიძე - კიბერსპორტსმენი ( სატელეფონო )

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა 1999 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით ამ თარიღის დაწესება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. მშობლიური ენა მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს განსაკუთრებულ ანაბეჭდს თითოეულ ადამიანზე, მიუხედავდ იმისა, თუ რამდენ უცხო ენას შეისწავლის ის. დედაენის მნიშვნელობასა და დაცვაზე სასაუბროდ დილის რადიოს სტუმარი იყო მზია ხახუტაიშვილი- ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

21 თებერვალს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში აღნიშნავენ გიდების საერთაშორისო დღეს. როდის გაჩნდა გიდის პროფესია, ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ იგი უთუოდ არის დაკავშირებული სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებთან: იყო გიდი ნიშნავს იყო შენი ქვეყნის ელჩი დილის რადიოს სტუმარი: თემურ ზოიძე- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის გიდების ასოციაციის თავმჯდომარე