დილის რადიო

01 მარტი 2023, 10:27 5369 ნახვა

დილის რადიო

1 მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,   

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად საქართველოს ჩემპიონატზე ბათუმელმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს და 1 ოქროს , 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა. ლულუ დიასამიძემ კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რუბრიკის სტუმრები: კესარია მგელაძე- და ლულუ დიასამიძე -მოჭადრაკეები სალომე მელია - აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი

თამარ ორაგველიძის რუბრიკა ბათუმური დღიურები დღეს ეთმობა ღია ბარათებს , რომელსაც ადრესატთან მოკითხვასთან ერთად უდიდესი სითბო და სიყვარული მიაქვს

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, 1 მარტს ნულოვანი დისკრიმინაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე “ გვახსენებს, რომ ყველას აქვს თავისუფლად და ღირსეულად ცხოვრების უფლება. ნულოვანი დისკრიმინაციის დღის ამოცანაა მივაღწიოთ რეალობას, სადაც , სადაც დისკრიმინაცია აღარ იარსებებს.

დისკრიმინაციაზე და მისი აღმოფხვრის გზებზე სასაუბროდ დილის რადიოს სტუმარი იყო   დეა ერემაშვილი--შშმ ქალთა ალიანსის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;ფ