დილის რადიო

02 მარტი 2023, 10:26 4423 ნახვა

დილის რადიო

2  მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი, 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად   ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. როგორ გაიარა საქართველომ გზა მსოფლიოს ჩემპიონატამდე და რა მოლოდინებია ნაკრებში ?

რუბრიკის სტუმარი : ირაკლი პერტაია - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მედია-ოფიცერი

რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს ეთმობა კომპოზიტორს, ჯაზმენს, კონტრაბასისტს - თამაზ (თათუზა) ყურაშვილს, რომელიც 28 თებერვალს გარდაიცვალა . ის ძველი თაობის ქართველი ჯაზმენებიდან გამორჩეული პიროვნება იყო. ბევრი რამ აქვს გაკეთებული ქართული მუსიკისთვის, კინოსთვის, თეატრისთვის და არა მხოლოდ....

ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული რიტუალები, წეს-ჩვეულებები ყოველთვის იპყრობს გამორჩეულ ყურადღებას. კაცობრიობის ისტორიის შესწავლა წარმოუდგენელია ამ ფენომენის შეცნობის გარეშე. დღეს ვისაუბრებთ გზამკვლევზე , რომელიც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა მასში 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალი შევიდა გზამკვლევის ელექტრონული ვერსია უკვე ხელმისაწვდდომია

დილის რადიოს სტუმარი: ლელა გოგუაძე-აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი