დილის რადიო

06 მარტი 2023, 10:36 3502 ნახვა

დილის რადიო

6 მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი, 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

რუბრიკა „კინომუსიკა“ დღეს დაეთმობა თენგიზ აბულაძის ფილმს „სხვისი შვილები “. ეს რეჟისორის პირველი დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც 1958 წელს გადაიღო. მასში ჟღერს კომპოზიტორ არჩილ კერესელიძის მუსიკა . დღეს თენგიზ აბულაძის გარდაცვალებიდან 29 წელი გავიდა

ქალთა ვარცხნილობა ანტიკური ხანის არტეფაქტების მიხედვით --ამ თემას ეთმობა ღონისძიება, რომელზეც ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ხვალ, 7 მარტს 14 საათზე ეპატიჟება დამთვალიერებელს დილის რადიოს სტუმარი: თამარ შალიკაძე-აჭარის მუზეუმის სამეცნიერო და საგამომცემლო სამსახურის უფროსი

7 მარტს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ; ცენტრში გაიმართება მისი დამაარსებლის, ცნობილი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამო., რომელშიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა მიიღებს მონაწილეობას საღამოსთვის სამზადისზე და მოლოდინებზე საუბრობს ქეთევან მანელიშვილი - ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორის მოადგილე შემოქმედებითი მიმართულებით (სატელეფონო)