დილის რადიო

09 მარტი 2023, 10:26 5425 ნახვა

დილის რადიო

9 მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი, 

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 25 მარტს ორგანიზაცია MAX FIGHT-ი მესამე ღონისძიებით ბრუნდება. გულშემატკივარს 12 დაძაბული დაპირისპირება ელოდება. როგორ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები და როგორი ბრძოლები ელოდება გულშემატკივრებს ?

რუბრიკის სტუმარი დავით ქირია - MAX FIGHT -ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი (სატელეფონო)

რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს ეთმობა King Gizzard and the lizard wizard -ს- ავსტრალიურ ჯგუფის, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. ჯგუფს 7 წევრი ჰყავს. მთავარი ვოკალისტი სტუ მაკენზია, რომელიც ისეთ სასწაულებს სჩადის, როგორსაც არავინ.

დილის რადიოს წამყვანი ილია შავიშვილი გიამბობთ ჯანსუღ კახიძის ხსოვნის საღამოზე, რომელიც 7 მარტს თბილისის მუსიკალურ -კულტურულ ცენტრში გაიმართა და რომელშიც ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა მონაწილეობდა. ილია შავიშვილი კაპელის წევრია

ბათუმის დრამატული თეატრი მაყურებელს მორიგ პრემიერაზე იწვევს 10-11-12 მარტს ნაჩვენები იქნება სპექტაკლი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!" ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით

დილის რადიოს სტუმრები: მსახიობები: სესე მიქავა -გიჟუას როლის შემსრულებელი და ნინო კვიტაიშვილი -პელუას როლის შემსრულებელი