დილის რადიო

31 მარტი 2023, 10:50 4825 ნახვა

დილის რადიო

31  მარტი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

31 მარტი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი..ზვიად გამსახურდიამ 31 მარტის რეფერენდუმით საქართველოს სახელმწიფოებრიობის იურიდიული საფუძველი შექმნა.

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67კგ. წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. როგორ ჩაიარა კონტინენტის პირველობამ და რა გეგმები აქვს ახალგაზრდა მოჭიდავეს ?

რუბრიკის სტუმარი დიეგო ჩხიკვაძე - ევროპის მოქმედი ჩემპიონი

"ქართული საოპერო მუსიკა"| - ასე ეწოდება პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 5 აპრილს იტალიაში გაიმართება პროექტი დაფინანსდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. პროექტის მხარდამჭერია - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

რუბრიკა კინომუსიკა - 1980 წლის ამერიკული მუსიკალური კომედიური ფილმი „ძმები ბლუზები’

დილის რადიოს სტუმრები : ხათუნა მანაგაძე-პროექტის ორგანიზატორი, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი , პროექტის მონაწილე-ირმა ჟღენტი (სოპრანო)-ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული