დილის რადიო

06 აპრილი 2023, 10:55 6071 ნახვა

დილის რადიო

6 აპრილი 2023 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,

დღეს ცნობილი ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის დაბადების დღეა .მისი შემოქმედება თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. ბატონი იოსები რადიო აჭარის ხშირი სტუმარი იყო .რადიოს ოქროს ფონდში დაცულ ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ დღეს

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად აჭარის შოტოკან კარატეს ნაკრები 7-დან 17 აპრილის ჩათვლით შეკრებას თბილისში გაივლის და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

დილის რადიოს სტუმარი: გოჩა სურმანიძე - აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს კარატეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

7 აპრილს ბათუმში, საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თევზის ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფესტივალი სანახაობით განსაკუთრებით დატვირთული იქნება.

დილის რადიოს სტუმარი : სოფო დიასამიძე-ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“-ს გამგეობის თავმჯდომარე

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა. დღეს ბათუმში აჭარის მასობრივი სპორტის რეგიონული ფედერაციის ეგიდით, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის მხარდაჭერით სპორტის ოთხ სხვადასხვა სახეობაში ტურნირი გაიმართება. როგორია დღის სპორტული კალენდარი და როგორ ვითარდება რეგიონში მასობრივი სპორტი ?

დილის რადიოს სტუმარი: ბადრი ნაკაშიძე - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

რატიმ რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი ფლეილისტი“ დღეს ეთმობა ფილმს "ყველაფერი ლილი ჩოუ-ჩოუს შესახებ“