დილის რადიო

28 აპრილი 2023, 10:19 5890 ნახვა

დილის რადიო

28  აპრილი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი,

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

რუბრიკა „კინომუსიკა“ ეთმობა სტივენ სპილბერგის ეპიკურ დრამას „ შინდლერის სია“ , მუსიკა ფილმისთვის ჯონ უილიამსმა შექმნა ფილმი ეძღვნება გერმანელ ინდუსტრიალისტს ოსკარ შინდლერს, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან იხსნა. ეს ისტორია დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ფილმის სლოგანია „ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“. დღეს ოსკარ შინდლერის დაბადების დღეა

28 აპრილი – შრომის დაცვის მსოფლიო დღეა. ეს არის ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას პრობლემის სიმძაფრესა და უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კულტურის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე, რათა შემცირდეს სამსახურთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და დაზიანების რაოდენობა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად სამუშაო ადგილზე მსოფლიოში თითქმის 2 მილიონი ადამიანი იღუპება. 28 აპრილი ამ ადამიანთა ხსოვნისა და ტრაგიკულ შემთხვევათა შესამცირებლად რესურსების მოძიების დღეა. შრომის უსაფრთხოება- ამ თემაზე სასაუბროდ

დილის რადიოს სტუმარი: ანა მდინარაძე -იურისტი

ბათუმობა 2023

სამწლიანი პაუზის შემდეგ 29 აპრილს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“გაიმართება. ღონისძიებები  ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი. წლევანდელი ბათუმობის დღესასწაული ბათუმის თვითმმართველ ქალაქად გამოცხადების 135 წლისთავს ეძღვნება,