დილის რადიო

05 მაისი 2023, 10:20 2435 ნახვა

დილის რადიო

5  მაისი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი, დღეს ზურაბ გორგილაძის დაბადების დღეა "-ოჰოი ნანა " -ავტორის კითხვით- რადიო აჭარის ოქროს ფონდი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

ანტალია 2023   ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლის ბაჩი მიქელაძის მორიგი გრან პრი საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე

დილის რადიოს სტუმრები: ბაჩი მიქელაძე და მისი პედაგოგი , ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი ნატო ორაგველიძე

სოფო დარჩიას რუბრიკაში „ გოგონა დიქტოფონით’ დღეს ანა ოთიაშვილს გაიცნობთ, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალია, ვინც ამწეს ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს

დღეს ევროპის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებლი ცხოვრების დღე აღინიშნება . ამ თარიღთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ და "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" დღეს ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მსვლელობას გამართავენ.

დილის რდიოს სტუმრები: ნინო ჩხაიძე და რამინ მაჭარაშვილი- ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ დამფუძნებლები