დილის რადიო

19 ივნისი 2023, 10:30 3065 ნახვა

დილის რადიო

19  ივნისი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად საქართველოს საფეხბურთო ლიგა 4-ის გასული 10 ტურის შემდეგ ‘’გონიო’’ ლიდერებს შორის არის და ჩემპიონობისთვის იბრძვის . კლუბი ასევე საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალში გავიდა. როგორია საფეხბურთო კლუბ ‘’გონიოს’’ გეგმები და როგორი ხედვა აქვთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარების კუთხით?

დილის რადიოს სტუმრები: დავით დოლიძე - საფეხბურთო კლუბ ‘’გონიოს’’ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი დავით სამსონია - საფეხბურთო კლუბ ‘’გონიოს’’ ფეხბურთელი

ინტერნეტით კომუნიკაცია ქცევის თავისებურ ნორმებს გვკარნახობს, რომელსაც ნეტიკეტი -ქსელური ეტიკეტი ეწოდება. სწორედ ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“

ძალიან უჩვეულო და აქტუალური დღესასწაული კალენდარში-19 ივნისი გასეირნების საერთაშორისო დღეა -ფეხით გასეირნების ან უბრალოდ მშვიდი სეირნობის, რაც ძალიან სასარგებლოა თითოეული ადამიანისთვის. ბათუმის ბოტანიკური ბაღი გამორჩეული ადგილია სეირნობისა და დასვენებისთვის, ბათუმის ბოტანიკურ ბაღზე და იმ სიახლეებზე, რაც ვიზიტორებს წლის ამ სეზონზე დახვდებათ, საუბრობს

დილის რადიოს სტუმარი: დავით ხარაზიშვილი- ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე