დილის რადიო

23 ივნისი 2023, 10:19 4080 ნახვა

დილის რადიო

23  ივნისი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნება. რა არის ოლიმპიური მოძრაობა და რა როლი აკისრია ოლიმპიურ თამაშებს თანამედროვე მსოფლიოში ? როგორია მოლოდინები მესამე ევროპული თამაშებისგან ?

დილის რადიოს სტუმარი : ჯონი ცივაძე - აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ორგანიზაცია „მომავლის პალიტრა,“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში „არ დავივიწყოთ ქართული“ გეპატიჟებათ თეატრალურ წარმოდგენაზე „ასე დაუსრულებლად“ ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით: ჩვენება გაიმართება დღეს ,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე

დილის რადიოს სტუმარი:თამარ ტუღუში - ორგანიზაციის ,,მომავლის პალიტრა'' დამფუძნებელი და პროექტების ხელმძღვანელი

tსოფო დარჩიას რუბრიკა ‘გოგონა დიქტოფონით’ გაგაცნობთ მარიამ გურგენიშვილს, რომელმაც ბავშვობის ოცნება აიხდინა და დღეს უკვე გემის მექანიკოსია , ამ პროფესიის ერთადერთი ქალი საქართველოში

ბათუმის კულტურის ცენტრი საზაფხულო თეატრში მსმენელსა და მაყურებელს დღეს ხალხური და ქალაქური მუსიკის საღამოზე იწვევს

დილის რადიოს სტუმრები: მერაბ ბოჭორიშვილი-ბათუმის კულტურის ცენტრის ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და სულხან დევაძე-ბათუმის კულტურის ცენტრის გოგონათა ვოკალური ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი