დილის რადიო

26 ივნისი 2023, 10:22 3870 ნახვა

დილის რადიო

26  ივნისი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

დღის კალენდარი

„გაიზომე წნევა - ამას შენთვის გეუბნები“ -ეს არის გლობალური კამპანია, რომელიც უკვე მეხუთე წელია მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ინიციატივით ჰიპერტენზიის საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად, კამპანიის ფარგლებში დღეს და ხვალ ბათუმში პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს წამყვანი კარდიოლოგების უფასო კვალიფიციური კონსულტაცია მიიღონ დილის რადიოს სტუმარი: გიგი ხაბეიშვილი-მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანულ-ქართული კლინიკის „ევრომედი“ ხელმძღვანელი

ონლაინ ვაჭრობა - ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“

ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა კონკურს ფესტივალის "რონდო კლასიკა" გამარჯვებულთა გალა კონცერტი და დაჯილდოება ბათუმში

დილის რადიოს სტუმრები: მანანა ქანთარია- თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ორგანიზაცია „საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი და დირექტორი, კონკურს ფესტივალის "რონდო კლასიკა" დამფუძნებელი და ნატო მაღალაშვილი-ორგანიზაცია „საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების“ აღმასრულებელი დირექტორი, კონკურს -ფესტივალის "რონდო კლასიკა" დამფუძნებელი