დილის რადიო

29 ივნისი 2023, 10:38 4063 ნახვა

დილის რადიო

29  ივნისი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად უნგრეთის ქალაქ დებრეცენში ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე კონტაქტურ კარატეში საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. დებრეცენში დიმიტრი მსხალაძე ევროპის ჩემპიონი გახდა ,ხოლო გიორგი ძნელაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

დილის რადიოს სტუმრები: ლევან ცინცაძე - აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიმიტრი მსხალაძე და გიორგი ძნელაძე - კარატისტები

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში მიმდინარეობს რეგისტრაცია მოკლევადიან პროფესიულ პროგრამაზე „კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი“. დილის რადიოს სტუმარი : ვახტანგ ბერიძე-აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი

რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს დაეთმობა ფილ კოლინზს. ბრიტანელი მუსიკოსი თავისი სოლო კარიერის განმავლობაში ხშირად არ ეხებოდა მწვავე სოციალურ თემებს. მაგრამ მის შემოქმედებით პლეილისტში, არის სუპერ პოპულარული სიმღერა, რომლის დახმარებითაც მან მოახერხა ბევრისთვის ეჩვენებინა უსახლკარობის პრობლემა - Another Day in Paradise - "კიდევ ერთ დღე სამოთხეში".