დილის რადიო

07 ივლისი 2023, 11:04 3797 ნახვა

დილის რადიო

7 ივლისი   2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 8 ივლისს ქარელი ქართულ ჭიდაობაში დურმიშხან და ზვიად ბერუაშვილების ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლებს დილის რადიოს სტუმარი : ჯემალ წულუკიძე- აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

მიუხედავად დამღლელი დღისა, კურიერად მუშაობა საინტერესოც არის, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წუთით ადამიანების ცხოვრების ნაწილი ხდები. სოფო დარჩიას რუბრიკა ‘გოგონა დიქტოფონით’ დღეს მარიკა აბაშიძეს გაგაცნობთ, რომელიც კურიერად მუშაობს

Erasmus + პროექტის „ევროპელ მეგუდასტვირეთა ქსელი“-ს ფარგლებში იტალიას ეწვივნენ გუდასტვირზე შემსრულებლები, ოსტატები და მკვლევრები ხუთი ქვეყნიდან , მათ შორის საქართველოდან . დილის რადიოს სტუმრები: მურად თავართქილაძე- ჭიბონის ოსტატი ქედის მუნიციპალიტეტიდან da ბადრი თურმანიძე-მომღერალი, ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლის ,,ელესა" წევრი

ზაფხულის პიკნიკი უქმე დღეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით გაგიმდიდრებთ საინტერესო სიახლეები და სასარგებლო რეკომენდაციებით დილის რადიოს სტუმარი: ლელა გოგუაძე -აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი