დილის რადიო

10 ივლისი 2023, 10:15 4516 ნახვა

დილის რადიო

10   ივლისი   2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

დღის კალენდარი

დღეს რევაზ ლაღიძის დაბადების დღეა, მისი მუსიკა  ადვილად ხდებოდა ხალხური. მისმა ძალიან ბევრმა სიმღერამ, რომელიც ხალხმა კინოდან გაიცნო, დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, მაგ: „დარკვეთელო ქალო“ ფილმიდან „განგაში“, „ჩემო კარგო ქვეყანა“ –„გლახის ნაამბობი“, „გულს რად მიკლავ“ – „საბუდარელი ჭაბუკი“ და ბოლოს, „თბილისო“. დღეს უკვე აღარავის ახსოვს, მაგრამ „თბილისო“ რეალურად კინომუსიკაა. ის ისმის ფილმში „ყვავილი თოვლზე“. ზოგადად 1959 წელს გადაღებული ამ ფილმიდან ყველაზე მეტად სწორედ სიმღერები „გადარჩნენ“. რუბრიკა „კინომუსიკა” შოთა მანაგაძის ფილმს  „ყვავილი თოვლზე“ და რევაზ ლაღიძის მუსიკას დაეთმობა

ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ დღეს კიბერბულინგს ეთმობა

"'გაზაფხულია თითქმის " სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში დილის რადიოს სტუმარი : ირინა ხინიკაძე -სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, ექიმი რადიოლოგი