დილის რადიო

20 ივლისი 2023, 10:39 3847 ნახვა

დილის რადიო

20  ივლისი   2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების  შესახებ 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

დღის ჰოროსკოპი, ვალუტის კურსი,  

დღის კალენდარი- 20   ივლისით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

დღეს ''დინამო'' ბათუმი უეფას კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ალბანურ ‘’ტირანას’’ უმასპინძლებს. მატჩი ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება.

დილის რადიოს სტუმრები ნოკო მირცხულავა და მარი მახაჭაძე - '' შავი ზღვის პირატების'' წევრები

მაქსიმე მაჩაიძე Kayakata-ს შემდეგ Luna Flowers-ის სახელით დაბრუნდა. Sabana-სთან ერთად ახალი ალბომი - Temple Pharmacy ერთი კვირის წინ გამოვიდა. ამ თემას ეთმობა დღეს რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა და საგრანტო კონკურსი, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა

დილის რადიოს სტუმარი: ჯონი ჯაყელი -აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების მართვის დეპარტამენტის განაცხადების განხილვისა და შეფასების განყოფილების უფროსი

დღეს სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება, 27 ივლისის ჩათვლით, სვანეთში, კერძოდ მესტიაში კინემატოგრაფიის ნამდვილი ზეიმი გაიმართება. ფილმების ჩამონათვალი, რომელსაც მაყურებელი სვანეთის წლევანდელ კინოფესტივალზე იხილავს, საკმაოდ ვრცელი და საინტერესოა ჩვენთვის უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობს დილის რადიოს შემოქმედებითი გუნდის წევრის, რეჟისორ ლენა ჭაღალიძის ფილმი „მონიკა“ .წარმატებები გვინდა ვუსურვოთ მას.