დილის რადიო

20 სექტემბერი 2023, 10:24 2862 ნახვა

დილის რადიო

20 სექტემბერი   2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება ,  გადაცემის ანონსი. 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

20  სექტემბერი ისტორიაში- საინტერესო ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

თემურ სამხარაძე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ქართველმა მძიმეწონოსანმა ჯამში 1008 კგ-ის დააფიქსირება მოახერხა და საქართველოს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა. დილის რადიოს სტუმარი: თემურ სამხარაძე - მსოფლიოს , ევროპისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სატელეფონო ჩართვა 

„ერთი ჰიტის ისტორია“

ხვალ 21 სექტემბერს შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმის რაფსოდია „ იწყება დილის რადიოს სტუმარი: მარინა ლობჟანიძე- პიანისტი, მუსიკის ექსპერტი, ფესტივალის " ბათუმის რაფსოდია" საზღვარგარეთიდან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის და ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი,.

ბაღი და სკოლა-მნიშვნელოვანი ეტაპი მშობლებისა და ბავშვების ცხოვრებაში დღეს ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა “პროფესია -მშ-ობელი“

დღეს 20 სექტემბერს „სიცოცხლის ფესტივალი“ -2023 -ბათუმში

სექტემბერი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა . მთელი მსოფლიო ფესტივალებით ერთიანდება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად. საქართველოში „სიცოცხლის ფესტივალის“ დამფუძნებელი, და უკვე მეცხრედ, ორგანიზატორი ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდია.

დილის რადიოს სტუმარი: დედა თინათინ ჩხვიმიანი -ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დამფუძნებელი