დილის რადიო

25 ოქტომბერი 2023, 10:52 2330 ნახვა

დილის რადიო

25  ოქტომბერი 2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესთან ერთად 

ინფორმაციები ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

დღის კალენდარი-25 ოქტომბრით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

თემურ სამხარაძე უნგრეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში მესამედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. ქართველმა ასევე ამოწევაში 389 კგ-ით მსოფლიოს ახალგაზრდული, ევროპის დიდების და ევროპის ახალგაზრდული რეკორდი დაამყარა.

რუბრიკის სტუმარი: თემურ სამხარაძე- მსოფლიოს, ევროპის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი

რა ფაქტორები იწვევს მშობლობის სტრესს და როგორ უნდა მართონ სტრესი მშობლებმა?-ამ თემას დაეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“ რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი

ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვეა დღეს ვისაუბრებთ „გაერთიანებული სამეფო - საქართველოს კიბერთანამშრომლობა" (UKGCP) პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კიბერცნობიერების ამაღლების კამპანიაზე

დილის რადიოს სტუმარი: თამარ კაპანაძე-კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ციფრული მმართველობის სააგენტოში

რუბრიკაში „მუზეუმი“ დღეს მოგიყვებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ომის საწინააღმდეგო ნახატის შესახებ-ეს არის პაბლო პიკასოს „გერნიკა:“ ნახატი შექმნისთანავე გახდა ფართოდ ცნობილი და აღიარებული, მისი გობელენში შესრულებული ასლი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაშია გამოფენილი, როგორც მძლავრი შეხსენება იმისა, თუ რა სასტიკი საზღაურის გაღება უხდება ადამიანს აღვირახსნილი ომის გამო.დღეს პაბლო პიკასოს დაბადების დღეა. 

„ფერადი ეზოები“ დილის რადიოს სტუმარი : იოსებ ჯორბენაძე - ---ქუჩის მხატვარი

სპორტის სიახლეების სეო წილოსანთან ერთად -ინფორმაციები

კობა ამინდი