არტ ბლეიკის აკადემია

04 ნოემბერი 2023, 13:08 1329 ნახვა

არტ ბლეიკის აკადემია

არტ ბლეიკის უნივერსიტეტი, აკადემია, ორივე მართებულია, პლატონის აკადემიასავით იყო ჯაზ მუსიკისთვის. ამ ენერგიულმა და დაუცხრომელმა კაცმა თავის კოლექტივში გამოზარდა ათობით დიდი სახელი, მათ ჩამოუყალიბა მუსიკალური კულტურა, პრინციპები, ტექნიკა... ბლეიკი აძლევდა მუსიკოსებს იმპროვიზაციისთვის სივრცეებს, თუმცა არსებობდა Jazz mesengers-ის მაღალი სტანდარტიც, მაგრამ ამ სტანდარტებს არ ეწირებოდა ინდივიდუალობა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივს ხშირად ტოვებდნენ წამყვანი მუსიკოსები, რომლებიც სოლო კარიერას იწყებდნენ, ყოველთვის მოდიოდა ახალი შემსრულებელი. მასთან, “მაცნეებში” მისვლა ყველას სურდა, იქ აუცილებლად ჰქონდათ მუსიკალური კვლევებისთვის საჭირო გარემო.