ალექსანდრე ხარანაული - სადებიუტო მუსიკალური ალბომი  „დილით ამომავალო მზეო“

04 ნოემბერი 2023, 13:32 862 ნახვა

ალექსანდრე ხარანაული - სადებიუტო მუსიკალური ალბომი  „დილით ამომავალო მზეო“

გასულ გაზაფხულს ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი სახელი გამოჩნდა ალექსანდრე ხარანაულის სახით. პროფესიით რეჟისორმა, ბევრისთვის საყვარელი პოეტისა და მწერლის ბესიკ ხარანაულის უმცროსმა ვაჟმა, სადებიუტო მუსიკალური ალბომის  „დილით ამომავალო მზეო“ წარდგენით გულის სიღრმეში დიდი ხნის ნატარები მუსიკა გამოამზეურა. დიახ, ალექსანდრე 34 წლის ასაკში ახალ, საინტერესო მოგზაურობაში გაუძღვა საკუთარ სურვილსა და მისი მუსიკალური მონათხრობის მსმენელს. „ახალბედა“ მუსიკოსის წარმოსახვასა თუ წიგნაკის ჩანაწერებში უკვე მეორე, მესამე და მეოთხე ალბომების მასალის მონახაზები გაჩნდა.