დილის რადიო

23 ნოემბერი 2023, 11:12 1840 ნახვა

დილის რადიო

23  ნოემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

23 ნოემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ რელიგიურ დღესასწაულს-წმინდა ძლევაშემოსილი გიორგის ხსენების დღეს - გიორგობას აღნიშნავს. წმინდა გიორგის დღესასწაულს ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი გააჩნია და დასვენების დღედ არის გამოცხადებული.

23  ნოემბრით დათარიღებული ფაქტები და მოვლენები

 რუბრიკა "კინომუსიკა" დაეთმობა გიორგი შენგელაიასა და მიხეილ ჭიაურელის ფილმს „სიყვარული ყველას უნდა“, მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტტორმა იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა დღეს მისი დაბადების დღეა

როგორ გამოვიყენოთ სუნამო სწორად- ამ თემას ეთმობა დღეს სოფო დარჩიას რუბრიკა „რადიო რჩევები ‘’ რუბრიკის სტუმარია: თეო მელიქიშვილი- პარფიმერული მაღაზიის მენეჯრი

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

„თვალისჩინი“- ასე ქვია მხატვარ ნინო გოგოლის „მეგობრების“ პორტრეტების სერიას, რომლის ნახვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს ხვალ აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში ექნება

დილის რადიოს სტუმარი :მხატვარი ნინო გოგოლი 

დღეს, 23 ნოემბერს ეკო და ვინდა ფოლიოს ახალი ალბომი "თავშეკავება" ქართულ ლეიბლზე Bloom Music გამოვა.-ამ თემას დაეთმობა რატი რატიანის რუბრიკა დაუსრულებელი პლეილისტი

რუბრიკა რადიო აჭარის ოქროს ფონდი გოგლა ლეონიძე 1

25 ნოემბერს ქართული ცეკვის დიდოსტატის, ენვერ ხაბაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება დილის რადიოს სტუმრები ირაკლი შაფათავა - ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი და შალვა გოგუაძე - ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის "ბათუმი" მთავარი ქორეოგრაფი

 სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთდ

ამინდის პროგნოზი