დილის რადიო

13 დეკემბერი 2023, 10:34 1748 ნახვა

დილის რადიო

13  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

13 დეკემბრით დათარიღებული  საინტერესო ფაქტები და  და მოვლენები 

„გასეირნება“-- ასე ეწოდება გენიალური ფრანგი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სკულპტორის ოგიუსტ რენუარის ნამუშევარს, რომელსაც დღეს რუბრიკა „მუზეუმი“ ეთმობა . 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 ათასი ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული.. დღეს ოგიუსტ რენუარის გარდაცვალებიდან 104 წელი გავიდა 

,,ველომარათონი 2023", .ბათუმის მერიის მხარდაჭერით და სპორტული ცენტრის ორგანიზებით შეჯიბრი ველომოყვერულთათვის დღეს გაიმართება

დილის რადიოს სტუმარი: ზაურ კეკელიძე-ბათუმის სპორტული ცენტრის სპორტის განყოფილების უფროსი

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა უფროსი ბავშვი ეჭვიანობას იწყებს ახალშობილზე -ამ თემას ეთმობა დღეს თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია -მშობელი’’

რუბრიკის სტუმარია ფსიქოლოგი ია ძაგანია

15 დეკემბერს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი მაყურებელს პრემიერაზე იწვევს

„გრინჩი ‘’ 87-ე თეატრალური სეზონის პირველი საპრემიერო სპექტაკლია .

დილის რადიოს სტუმრები: ავთანდილ დიასამიძე -სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და ალექსანდრე გაბაიძე-გრინჩის როლის შემსრულებელი

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს არჩილ სულაკურის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი

დილის რადიოს სტუმარი აჩიკო ბერიძე-ანსამბლ „ალილოს“ მომღერალი , ფესტივალის ორგანიზატორი

ამინდი