დილის რადიო

18 დეკემბერი 2023, 11:00 2029 ნახვა

დილის რადიო

18  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

18 დეკემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს გაგაცნობთ. მსოფლიო მიგრანტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს 18 დეკემბერი არაბული ენის დღეა .18 დეკემბრით სხვა არაერთი ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული

სპორტის სიახლეებით ტრადიციულად სეო წილოსანი შემოგვიერთდება დასრულდა

,,ქუჩის კალათბურთის " ტურნირი , რომელშიც ბათუმის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 300-მდე მონაწილე იყო ჩართული.პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორ ჩაიარა პროექტმა და როგორია სამომავლო მიზნები ?

დილის რადიოს სტუმრები ნიკოლოზ კიკვაძე - პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ზურაბ ფუტკარაძე - ტურნირის გამარჯვებული

"რადიო აჭარის" ოქროს ფონდის გაციფრულება- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგოტიძის რუბრიკა „ალგორითმი“

რუბრიკის სტუმარი: ხათუნა ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის აუდიოფონდის ფონოთეკარი. 

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ნოდარ დუმბაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ

“ საუკუნის მეოთხედი”

19 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო საღამოზე გეპატიჟებათ

დილის რადიოს სტუმრები-თეონა ზოიძე - აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი და რატი ჩიბურდანიძე-ხელოვნებათმცოდნე

„ სიყვარული უთქმელი’- სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება გიორგი ნადიბაიძე-მომღერალი 

დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ჰანგები“ ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე, რომელმაც წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის ორი ჯილდო მიიღო : "წლის ქართული ფოლკლორის შემოქმედი" და " ქართული ფოლკლორის ამაგდარი" 

რუბრიკა კინომუსიკა რუბრიკა „კინომუსიკა“ დაეთმობა სტივენ სპილბერგის ეპიკურ დრამას „ შინდლერის სია“ , მუსიკა ფილმისთვის ჯონ უილიამსმა შექმნა ფილმი ეძღვნება გერმანელ ინდუსტრიალისტს ოსკარ შინდლერს, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან იხსნა. ეს ისტორია დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

დღეს სტივენ სპილბერგის დაბადების დღეა

ამინდი