ჩემი ალტერნატივა- ToySop Records

13 დეკემბერი 2023, 12:21 717 ნახვა

ჩემი ალტერნატივა- ToySop Records

Toysop Records ქართული მუსიკალური გამომცემელი, სულ ორი წელია რაც ჩამოყალიბდა. თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ ამ ლეიბლზე ათამდე ჯგუფი თუ პროექტი შექმნილიყო: GRB3, Georgiana Beastly, Dynamo 81, Mindori, Two Professors, Marching Dog, Simoniko.
ყველა ამ პროექტს (და თავად ლეიბლის) მიღმა ვეტერანი ალტერნატიული მუსიკოსი და პროდიუსერი ლევან ჯავახიშვილი დგას. რომელსაც მსმენელი უმთავრესად გასული საუკუნის 90-იანების ჯგუფ Mother on Mondays წევრად იცნობს. ლევანთან ერთად ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებში ჩართულები არიან მისი მეგობრები და თანამოაზრეები იმავე 90იანებიდან: გოგი ძოძუაშვილი, ავთო გიგინეიშვილი, გიორგი ჩხიკვიშვილი, შალვა თევდორაძე, აჩიკო ქელბაქიანი, ვაჟა ბექაური, შოთა ხოტოევი და კიდევ სხვა.
Toysop record-ზე გაერთიანებული პროექტების სტილიზაცია გაჭირდება - საერთო რაც მათ აქვთ ეს ავანდარდულობა და ექსპერიმენტულობაა, და მიუხედავდა იმისა რომ, წევრი მუსიკოსების გადაკვეთა თითეულ პროექტში ხშირია, ყველა მეტად ინდივიდუალური ხელწერით ქმნის უჩვეულო, არატიპიურ, ცოცხალი შესრულებისას წამიერ იმპულსზე დამყარებულ მუსიკას.