იფრინე ან მოკვდი - ჯეიმი ბრანჩი

16 დეკემბერი 2023, 12:27 1373 ნახვა

იფრინე ან მოკვდი - ჯეიმი ბრანჩი

ჯეიმი ბრანჩის ბოლო ალბომი მისი საუკეთესო სტუდიური ჩანაწერია. ის სწორედ იმ დროს დავკარგეთ, როცა მწვერვალებისკენ ძალიან სწრაფად მიდიოდა - აღნიშნა ნიუ-იორქ თაიმსმა. ალბომის საუკეთესო კომპოზიციაა ფეთქებადი Take over the world, სადაც ჯეიმი ფრაზებს მანტრასავით იმეორებს Gonna take over the world and give it back to the earth. აქ კვარტეტის გარდა, ერთგვარ მუსიკალურ ტილოზე მუშაობს მოწვეული ინსტრუმენტებიც - ფლეიტა, ტრომბონი კონგა და სხვა დასარტყამები - რიტმი აფრო-კუბურ ტრადიციაშია ფესვგადგმული, ემატება ლათინური კოლორიტი, ხოლო ელექტრონული ელემენტები რაღაც ახალ, არნახულ მთლიანობად აქცევს.