დილის რადიო

19 დეკემბერი 2023, 10:16 1424 ნახვა

დილის რადიო

19  დეკემბერი  2023 წელი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება, გადაცემის ანონსი 

ამინდის პროგნოზი 

19 დეკემბრით დათარიღებულ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს გაგაცნობთ.

სპორტის სიახლეებით ტრადიციულად სეო წილოსანი შემოგვიერთდება

დასრულდა ,,ქუჩის კალათბურთის " ტურნირი , რომელშიც ბათუმის 14 ადმინისტრაციული ერთეულის 300-მდე მონაწილე იყო ჩართული.პროექტი ქალაქ ბათუმის მერიის და სპორტული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორ ჩაიარა პროექტმა და როგორია სამომავლო მიზნები ?

დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოზ კიკვაძე - პროექტის ავტორი და ორგანიზატორი ზურაბ ფუტკარაძე - ტურნირის გამარჯვებული

"რადიო აჭარის" ოქროს ფონდის გაციფრულება- ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგოტიძის რუბრიკა „ალგორითმი“

რუბრიკის სტუმარი: ხათუნა ბერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის აუდიოფონდის ფონოთეკარი.

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან დღეს ნოდარ დუმბაძის ხმის ჩანაწერს შემოგთავაზებთ

“ საუკუნის მეოთხედი”  19 დეკემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმი დაარსებიდან 25 წლის საიუბილეო საღამოზე გეპატიჟებათ

დილის რადიოს სტუმრები-თეონა ზოიძე - აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი და რატი ჩიბურდანიძე-ხელოვნებათმცოდნე 

„ სიყვარული უთქმელი’- სიმღერის პრემიერა დილის რადიოს ეთერში დილის რადიოს სტუმარი გიორგი ნადიბაიძე -მომღერალი 

დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ჰანგები“ ხელმძღვანელი ეთერ დარჩიძე, რომელმაც წლის განმავლობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის ორი ჯილდო მიიღო : "წლის ქართული ფოლკლორის შემოქმედი" და " ქართული ფოლკლორის ამაგდარი"

რუბრიკა „კინომუსიკა“ დაეთმობა სტივენ სპილბერგის ეპიკურ დრამას „ შინდლერის სია“ , ფილმი ეძღვნება გერმანელ ინდუსტრიალისტს ოსკარ შინდლერს, რომელმაც ათასზე მეტი ებრაელი ჰოლოკოსტისგან იხსნა. ეს ისტორია დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.   დღეს სტივენ სპილბერგის დაბადების დღეა

ამინდის პროგნოზი